Untitled Document

   ზეთისხილი (Olea), მცენარის გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. ცნობილია 60-მდე სახეობა. მარადმწვანე, სუბტროპიკულ ხეხილოვანი მცენარეა, აღწევს - 4-12 მ სიმაღლეს. ფოთლები წვრილი, ლანცეტისებური აქვს, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან - მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი. ნაყოფი კურკიანია, მოგრძო-ოვალური ან მომრგვალო ფორმისა. თესლიდან გამოზრდილი მცენარე მსხმოიარობას იწყებს 10-12, ხოლო კალმიდან გამოზრდილი - 4-5 წლის შემდეგ. ცოცხლობს 300-400 წელსზე მეტს. ერთი ხიდან 15-60 კგ მოსავალი მოდის.
.
   ზეთისხილი ხარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგში,მაგრამ უმჯობესია მისი გაშენება კარბონატულ-ყავისფერ,ალავიურ ნიადაგებსა და,მშრალქვიან ფერდობებზე. იგი -7 -9 გრადუს ყინვას უძლებს.
   ნაყოფს იყენებენ დასამზადებლად, დასაკონსერვებლად, ზეთის გამოსახდელად, მედიცინაში, კოპტონს - ცხოველთა საკვებად, მერქანს - სადურგლო და სახარატო საქმეში.


   საქართველოში, აფხაზეთსა და კახეთის მშრალ სუბტროპიკულ ზონაში, ოდითგანვე იყო გავრცელებული ზეთისხილის კულტურა. არსებობს ზეთისხილის არსებობის ისტორიული ფაქტები საქართველოში. ზეთისხილის მოშენება 1879 წ ახალ ათონში დაიწყეს ბერებმა და დიდი პლანტაცია გააშენეს.გასაბჭოების შემდეგ ეს პლანტაცია საბჭოთა მეურნეობად გადაკეთდა. მაშინდელი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში ვერ განხორციელდა ჩანაფიქრის შესრულება, ზეთისხილს სხვა კულტურა ჩაანაცვლეს.

 

 

 
 
 
საქართველო, ქ. თბილისი,
მელიქიშვილი #9
ტელ: (+995 32) 22 54 96